ეს სესია იკვლევს თუ რას ნიშნავს ვპატიობდეთ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს ან გვაწყენინეს. მათეს მე-18 თავში ვკითხულობთ იესოს მოწოდებას, ვაპატიოთ სხვებს ისე, როგორც მან გვაპატია.
პროგრამი „კლდის“ შესახებ
„კლდე“ (Rock Solid) არის პროგრამა მოზარდთა კლუბებისთვის, რომელიც უკვე გამოიყენება მრავალი ეკლესიის მიერ მთელს მსოფლიოში. მისი მიზანია სახარების საინტერესო და ხელმისაწვდომი ფორმით გადმოცემა 11-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც ჯერ პირადად არ იცნობენ ქრისტეს. პროგრამა დაგეხმარებათ იდეებით და კარგად გააზრებული სტრუქტურით. ეს საშუალებას მოგცემთ რეგულარული მხიარული და სასარგებლო შეხვედრები ჩაატაროთ .ქრისტიანული ფასეულობების მიწოდება შემოქმედებითი და შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. გაკვეთილები ჩვეულებრივ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, მაგრამ პრიგრამას აქვს მოქნილი სტრუქტურა, ასე რომ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად შეამციროთ ან გაზარდოთ გაკვეთილები.
გაკვეთილების მაგალითი:
(დარეგისტრირდით, რომ ქონდეთ წვდომა 51 გაკვეთილთან)
ახალგაზრდებს უყვართ ინსტაგრამის გამოყენება, მაგრამ ხშირად მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ იდეალური სურათი გადაიღონ, რათა სხვებზე მოახდინონ შთაბეჭდილება ან შექმნან ისეთი წარმოდგენა, თითქოს ცხოვრება იმაზე ბევრად მშვენიერია, ვიდრე ის რეალურად არის.
არსებობს ონლაინ საზოგადოება, რომლებიც ვიდეოებს ქმნიან და Youtube-ზე ათავსებენ. ხშირად, ამ ხალხს უფრო მეტი აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე მათ მთლიან ქვეყანაში ადამიანთა რაოდენობა - მათ „იუთუბერები“ ეწოდებათ.